• >
    ქართულიEnglishРусский
  • > ავტორი: Gvantsa
  • > : 2012/06/05
  • > მისამართი: წერეთლის ქ. N8, წყალტუბო, Georgia
ტელეფონი: +995 436 22 11 22; 5 97 918 422
ვებ-გვერდი: http://hotelimereti.ge/
ვებ-მეილი: imeretihotel@gmail.com

სასტუმრო \\\”იმერეთი\\\” ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, საკურორტო-ბალნეოლოგიური ზონიდან 300 მეტრის დაშორებით. ტურისტების და დამსვენებლების განკარგულებაში ორადგილიანი მყუდრო, კომფორტული და მოხერხებული ოთახებია, 12 სტანდარტული ნომერი და ერთი ლუქსი.
თითოეულ ნომერს აქვს სატელიტური ტელევიზია, მაცივარი, კონდიციონერი, ტელეფონი, ინდივიდუალური სველი წერტილი, მინი-ბარი.
სასტუმროს აქვს დიდი, კეთილმოწყობილი ეზო, რომელიც პარკირებისთვისაც გამოიყენება და 10-ზე მეტ ავტომობილს ემსახურება.

ტურისტებს და დამსვენებლებს შეუძლიათ სასტუმროს ბარ-რესტორანში დრო სასიამოვნოდ გაატარონ. მათთვის კი, ვისაც სურს, კვალიფიციური მკურნალობა ჩაიტარს კურორტზე, სასტუმროში ფუნქციონირებს მასაჟის კაბინეტი, ფიზიო-კაბინეტი, ექიმი-კურორტოლოგი კონსულტაციას გაგიწევთ მკურნალობასთან დაკავშირებით.

დამსვენებელთა სურვილის მიხედვით, სასტუმრო თავაზობს ორჯერად და სამჯერად კვებას. ვიზიტის დასასრულს, ქალაქიდან გამგზავრებისას სასტუმროს ორგანიზებით ტურისტებისა და დამსვენებლების სურვილის შემთხვევაში შესაძებელია სამარშრუტო ტაქსის მომსახურებით სარგებლობა და გამგზავრება თბილისის, ბათუმის და სხვა მიმართულებით.
სასტუმრო \\\”იმერეთი\\\” ვიზიტორთა სურვილის შემთხვევაში ორგანიზებას უკეთებს ტურებს ქალაქის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღირსშესანიშნაობათა გასაცნობად.

\\\”იმერეთში\\\” ყველა პირობაა შექმნილი კონფორტული დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის.

1617 საერთო ნახვა, 1 -ჯერ დღეს

Facebook Tour

Loading